წინამდებარე დოკუმენტი არის Mircopet-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.
წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს „მირკო“-ს ( საიდენტიფიკაციო კოდი 204996772, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეკინის ქ. N 15) შორის;
შპს „მირკო“ წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში მოხსენიებული იქნება როგორც „Mircopet”.
Mircopet-ის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და Mircopet-ის სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს.
ᲢᲔᲠᲛᲘᲜᲗᲐ ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ
წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
- Mircopet (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებ–გვერდი“) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „მირკო“, საიდენტიფიკაციო კოდი 204996772, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეკინის ქ. N 15;
- მომხმარებელი – იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს Mircopet-ზე განთავსებული პროდუქცია;
- მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება;
- პირდაპირი მარკეტინგი – ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით;
- ანგარიში – მომხმარებლის მიერ Mircopet-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი;
ვებგვერდზე ანგარიშის გახსნის გარეშე, მომხმარებელს ეძლევა საშუალება, შეიძინოს Mircopet-ზე განთავსებული პროდუქცია.
მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის მომხმარებელი და შპს „მირკო“. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.
MIRCOPET იღებს ვალდებულებას:
სრულად აანაზღაუროს გადახდილი თანხა იმ შემთხვევაში, თუ;
- მომხმარებელს არ მიეწოდა მის მიერ შეძენილი პროდუქტი;
- მიწოდებული პროდუქტი არ ემთხვევა შეძენილს;
- მიწოდებული პროდუქტი დაზიანებულია.
- პროდუქტის ვარგისიანობის ვადა 30 (ოცდაათი) დღეზე ნაკლებია.
თანხის დაბრუნების პირობები მოქმედებს პროდუქციის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში.
ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲐᲓᲐᲡᲢᲣᲠᲔᲑᲡ ᲓᲐ ᲘᲫᲚᲔᲕᲐ ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲐᲡ, ᲠᲝᲛ:
- მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
- იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
- არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას Mircopet-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
- არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის;
- არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
- არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით;
- არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
- არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
- დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს Mircopet-ზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, Mircopet-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
- არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;
- არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
- არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის Mircopet-ის გამართულ ფუნქციონირებას;
- არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და Mircopet-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.
ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲨᲔᲙᲕᲔᲗᲘᲡ ᲒᲐᲤᲝᲠᲛᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲫᲔᲜᲐ
მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევის და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდგომ, ახალი მომხმარებლის შემთხვევაში საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება: ელექტრონული ფოსტა, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილურის ნომერი და მისამართი სადაც სურს რომ შენაძენი მიიღოს.
Mircopet-ის პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
მომხმარებელი მის მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს მის პირად გვერდზე.
Mircopet -ი იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.
ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲡᲬᲝᲠᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ
ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.
შეკვეთა გაფორმებულად ითვლება, მხოლოდ გადახდის დადასტურების შემდეგ.
Mircopet-ს არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.