• Nekmar Muscle DPR

    განვითარება • კონდიცია • აღდგენა

    აღწერა: Muscle DPR არის საკვები მასალა ძაღლებისა და ცხენებისთვის, დამზადებული რაფინირებული ბრინჯის ქატოს ზეთისგან, რომელიც მაქსიმალურად ზრდის გამა ორიზანოლის კონცენტრაციას ცხოველების რაციონში, რათა ხელი შეუწყოს კუნთების განვითარებას და აღდგენას.

    გამოყენება: გამა ორიზანოლი (რომელიც გვხვდება ბრინჯის ქატოს ზეთში) არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტური ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს კუნთების განვითარებას, ზრდას და და გამძლეობას ძაღლებსა და ცხენებში.

    გამოიყენება შემდეგ სიტუაციებში:

    – საგამოფენო ძაღლები და ცხენები

    – სამუშაო ძაღლები და ცხენები

    – ახალგაზრდა, სწრაფად მზარდი ცხოველები კუნთების სტრუქტურის მხარდასაჭერად

    – ხანდაზმული ცხოველები

    – ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ პერიოდში მყოფი ცხოველები რეაბილიტაციის პერიოდში

  • Belcando Gastro

    დიეტური სრულფასოვანი საკვები ძაღლებისთვის ნაწლავებში შეწოვის დარღვევების შესამცირებლად და საჭმლის მონელების დარღვევის კომპენსაციისთვის.

    ძაღლებისთვის, რომლებსაც ვეტერინარი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების გამო სპეციალურ დიეტაზე გადასვლას ურჩევს.

    • ძაღლებისთვის, რომლებსაც დროებითი საჭმლის მომნელებელი პრობლემების, როგორიცაა ღებინება და/ან დიარეა, გამო მსუბუქი დიეტა სჭირდებათ.
    • 400 გრ

    Belcando Gastro

    14.00₾
  • Belcando Puppy Milk

    √ დედის გარეშე დარჩენილი ლეკვების გასაზრდელად

    √ მეძუძური ძუს ავადმყოფობის ან რძის ნაკლებობის შემთხვევაში

    √ დედის რძის უკმარისობა დიდი ნაყარის შემთხვევაში

    √ ასევე შესაფერისია, როგორც საკვების მოსამზადებელი სითხე ორსული და მეძუძური ძუსთვის

    BELCANDO® Puppy Milk არის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის რძის ფხვნილი, ლეკვებისთვის ხსნადი რძის მოსამზადებლად.

    ნაყარის დაბადებამდე ორი კვირით ადრე 50 – 100 გრ BELCANDO® Puppy Milk შეიძლება დავამატოდ ფეხმძიმე ძუს ჩვეულ საკვებში ყოველდღე.

    0.5 კგ

  • Belcando Single Protein Chicken

    • ქათმის ხორცი, როგორც ცილის ერთადერთი წყარო
    • დამატებითი ინგრედიენტების გარეშე
    • იდეალურია ელიმინაციური დიეტებისთვის
    • დამატებითი საკვები ზრდასრული ძაღლებისთვის

    200 გრ

  • HYPONIC Tear Stain Remover (for pets)

    HYPONIC Tear Stain Remover (ცრემლის ლაქების მოსაცილებელი საშუალება)

    ფორმულირებულია ბრინჯის ფხვნილითა და კვიპაროსის წყლით, რაც გეხმარებათ დაიცვათ თქვენი შინაური ცხოველის თვალის არე ცრემლის ლაქებისა და გამაღიზიანებელი ნივთიერებებისგან, რათა მან შეინარჩუნოს სისუფთავე და ჯანსაღი იერი.

    გამოყენების წესი გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.კარგად დაასველეთ ბამბის დისკი საშუალებით HYPONIC Tear Stain Remover და ნაზად გაწმინდეთ თვალის გარშემო არე ლაქების მოსაშორებლად.

    გაფრთხილება შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

    .•მოერიდეთ თვალებში მოხვედრას.

  • HYPONIC Shampoo (for Bichon Frise)

    მცენარეული წარმოშობის გამწმენდი კომპონენტები და ბალახების ექსტრაქტები ხელს უწყობს სუფთა კანისა და ბეწვის შენარჩუნებას. ჰიდროლიზებული კოლაგენის, ასკილის ნაყოფის ზეთის, ზეითუნის ზეთისა და ტკბილი ნუშის ზეთის კომბინაცია უზრუნველყოფს ბზინვარებისა და ელასტიურობის ამაღლებას, რაც ბეწვს უნარჩუნებს ჯანსაღ და მოცულობით იერს.

    გამოყენების წესი ნაზად დავარცხნეთ და გახსენით აბურდული ბეწვი. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ HYPONIC Detangling Mist.დაასველეთ ბეწვი თბილი წყლით და დაიტანეთ პროდუქტის უხვი რაოდენობა. კარგად შეიზილეთ ბეწვზე მასაჟისებური მოძრაობებით, შემდეგ კი გულდასმით ჩამოიბანეთ და გააშრეთ.

    გაფრთხილება შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

    .მოერიდეთ თვალებში მოხვედრას.   500მლ

  • HYPONIC No Sting Hinoki Cypress Ear Cleaner (for all pets)

    HYPONIC No Sting Hinoki Cypress Ear Cleaner (უმტკივნეულო ყურის გამწმენდი ჰინოკისკვიპაროსით) არის ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების (სურფაქტანტების), პროპილენგლიკოლის, სპირტისა (ეთანოლის) და არომატიზატორებისგან თავისუფალი ყურის გამწმენდი საშუალება, რომელიც ფორმულირებულია 48% ჰინოკისკვიპაროსით. ეს პროდუქტი რეკომენდებულია შინაური ცხოველებისთვის მგრძნობიარე ყურების ყოველდღიური/რუტინული მოვლისთვის.

    გამოყენების წესი უხვად ჩაასხით ყურის გამწმენდი ხსნარი შინაური ცხოველის ყურის არხში. დაუმასაჟეთ ყურის ძირი. მიეცით საშუალება ცხოველს, გაიქნიოს თავი. ზედმეტი მასა მოწმინდეთ ბამბის ტამპონით.

    გაფრთხილება შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

    მოერიდეთთვალთანკონტაქტს.・120მლ

  • HYPONIC Hypoallergenic Shampoo (for puppies & short-coats)

    HYPONIC Hypoallergenic Shampoo for puppies & short coats (ჰიპოალერგიული შამპუნი ლეკვებისა და მოკლებეწვიანი ძაღლებისთვის) სპეციალურად შექმნილია 12 თვემდე ასაკის ლეკვებისა და მოკლებეწვიანი ძაღლების კანისა და ბეწვის ღრმა დატენიანებისთვის. ჰაიპონიკის შამპუნი დამზადებულია 100%-ით ბუნებრივი გამწმენდი კომპონენტებისგან და თავისუფალია სახიფათო ქიმიური ნივთიერებებისგან. მდიდარი, კრემოვანი ქაფი და დაბანისას რბილი შეგრძნება გამორიცხავს კონდიციონერის გამოყენების აუცილებლობას.

    გამოყენების წესი დაასველეთ ბეწვი, დაატანეთ უხვი რაოდენობა და კარგად შეუზილეთ მასაჟისებური მოძრაობებით. გულდასმით ჩამოიბანეთ და შემდეგ გააშრეთ.

    გაფრთხილება შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

    .•მოერიდეთ თვალებში მოხვედრას.   500მლ

  • Belcando Mix It GF

    ახალი ან გაყინული ხორცით კვება შესანიშნავია – მაგრამ მხოლოდ სწორად დაბალანსებული რაციონის შემთხვევაში. სუფთა ხორცის ან BARF მენიუ არ უზრუნველყოფს ყველაფერს, რაც თქვენს ძაღლს სჭირდება ჯანსაღი, აქტიური ცხოვრებისთვის. BELCANDO Mix it GF-ით, თქვენ ნებისმიერ ახალ ხორცს სრულფასოვან კერძად აქცევთ მოკლე დროში – მარცვლეულის გარეშე და გამდიდრებული მინერალების, ვიტამინების, მიკროელემენტების, აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების და ბოჭკოების მიზნობრივი ნაზავით.

    შეურიეთ 1/3 Mix it GF ხორცს 2/3 – მზადაა. იდეალურია ელიმინაციური დიეტის დროს BELCANDO Single Protein კონსერვებთან ერთად.

    10 კგ

Main Menu